ესპანური პრესა: "ბარსას" ფეხბურთელები ვალვერდეს გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან
ესპანური პრესა: "ბარსას" ფეხბურთელები ვალვერდეს გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შესაძლოა თანამდებობა სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გუნდის გამოვარდნით, თავად ესპანელმა სპეციალისტმა კი პირად საუბარში დაადასტურა, რომ ახალ სამუშაო ადგილზე ფიქრობს.

ასევე ირკვევა, რომ ვალვერდეს შეცვლას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ფეხბურთელებთან კარგმა ურთიერთობამ. როგორც ესპანური პრესა წერს, კატალონური გუნდის წამყვან მოთამაშეებს არ სურთ ვალვერდეს წასვლა და მზად არიან მწვრთნელს მხარში ამოუდგნენ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტისას.

შაბათს, “ბარსელონამ” 5:0 დაამარცხა “სევილია” და ესპანეთის თასი მოიპოვა.