ესპანური მედიის ცნობით, „რეალი“ ზაფხულში მბაპეს ან ჰალანდს აუცილებლად დაიმატებს
ესპანური მედიის ცნობით, „რეალი“ ზაფხულში მბაპეს ან ჰალანდს აუცილებლად დაიმატებს

მადრიდის „რეალს“ ზაფხულში ვარსკვლავის დამატება სურს და მთავარ კანდიდატებად კილიან მბაპე და ერლინგ ჰალანდი მოიაზრებიან, – ამის შესახებ ესპანური El Chiringuito-ს ჟურნალისტი იუწყება.

წყაროს ცნობით, სამეფო კლუბს მბაპეს პსჟ-დან გადაბირება იმ შემთხვევაში გაუმარტივდება, თუ ლიონელ მესი „ბარსელონადან“ პარიზში გადაბარგდება, რადგან „პარი სენ-ჟერმენმა“, შესაძლოა, ნეიმარს, მესის და მბაპეს დიდი ხელფასები ვერ გადაუხადოს და „რეალიც“ გაუკეთებს შეთავაზებას ფრანგ ფეხბურთელს.

თუ კილიანი პსჟ-ში დარჩენას გადაწყვეტს, მაშინ მადრიდელები ერლინგ ჰალანდზე გადაერთვებიან. როგორც ჟურნალისტი იუწყება, „რეალი“ აუცილებლად განახორციელებს ტრანსფერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს და იმ შემთხვევაში, თუ მბაპე სამეფო კლუბში გადასვლაზე უარს იტყვის, მაშინ, შესაძლოა, სანტიაგო ბერნაბეუზე ნორვეგიელი ახალგაზრდა ტალანტი ვიხილოთ.