ესპანური მედიის ცნობით, ჩაბი ალონსოს უთანხმოება აქვს „რეალის“ ხელმძღვანელობასთან #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა და მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრა გამართეს.
გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა მეტად უკმაყოფილო დარჩა გუნდის გამოსვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულებულ ტურნირზე.
გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ ალონსოსა და პერესს შორის უთანხმოება წარმოიშვა შემადგენლობის გაძლიერების საკითხში. „რეალის“ ხელმძღვანელობა მზად არის, გამოყოს თანხა ტრანსფერისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მსოფლიო კლასის მოთამაშის გაფორმების შესაძლებლობა. ჩაბი ალონსოს პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ეწინააღმდეგება ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას.
ამ მომენტისთვის „რეალი“ ეძებს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „რეალმა“ ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:4 წააგო.