ესპანური მედია - „ვალენსიამ“ მამარდაშვილის შემცვლელად დიმიტრიევსკი შეარჩია #1TVSPORT
არის ალბათობა, რომ გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულში „ვალენსია“ დატოვოს, რადგან კლუბი მის შემცვლელს უკვე შეუთანხმდა, – ამის შესახებ წერილს Football-espana აქვეყნებს.
„გასულ ზაფხულს „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის წასვლას ელოდებოდა, მაგრამ ქართველ მეკარეზე შესაბამისი შეთავაზებით არ მიუმართავთ. როგორც ჩანს, ამჯერადაც „ლოს ჩე“ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის გასაშვებად ემზადება.
მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში მისი შემცვლელის დასამატებლად ნაბიჯები უკვე გადაიდგა. „ვალენსიამ“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია 30 წლის ჩრდილოეთმაკედონიელ სტოლე დიმიტრიევსკისთან, რომელსაც „მესტალიაზე“ თამაში სურს.
დიმიტრიევსკის „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მას კლუბის შეცვლა სურს. დიმიტრიევსკის შეძენის ინტერესი „ვილიარეალმა “და „სევილიამ“ გამოხატეს, მაგრამ მისთვის სასურველი გუნდი „ვალენსიაა“.
თუმცა, ჯერ კონტრაქტი ოფიციალურად არ გაფორმებულა, რადგან „ვალენსია“ გარიგებისთვის მზად არ არის, სანამ ზუსტად არ ეცოდინებათ, მამარდაშვილის ზაფხულში გადასვლა რეალურია თუ არა. თუ ასე მოხდა, ქართველი მეკარის შემცვლელი დიმიტრიევსკი იქნება“, – წერს Football-espana.