ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი პაულო დიბალა შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოში”გადავიდეს.
არგენტინელი ნაკრების უახლოეს ამხანაგურ მატჩებზე არ გამოუძახიათ და როგორც ‘რადიო მარკა’ იტყობინება, ფეხბურთელი ესპანეთში ისვენებს, სადაც “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელთან დიეგო სიმეონესთან ერთად შენიშნეს.
ესპანურ პრესაში მიაჩნიათ, რომ “ატლეტიკო” ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” გაყიდვიდან მიღებული თანხით სწორედ დიბალას შეძენას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ასევე ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ “ბარსელონა” მზად არის 100 მილიონი ევრო გადაიხადოს გრიზმანში და ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე გააფორმა წინასწარი კონტრაქტი კატალონურ გუნდთან.