ესპანური მედია - მამარდაშვილის ტრანსფერი ფერხდება და შესაძლოა, „ვალენსიამ“ მისი გაშვება გადაიფიქროს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ფერხდება და შესაძლოა, ვითარება ისე შეიცვალოს, რომ გუნდმა მისი გაყიდვაზე არც იფიქროს, – ამის შესახებ წერილს გამოცემა Eldesmarque აქვეყნებს.
„მუსას შესაძლო ტრანსფერი მამარდაშვილის მდგომარეობას ცვლის
იუნუს მუსას თაობაზე „მილანთან“ მოლაპარაკება წინ მიიწევს. ამ სცენარის გამო ბევრს აღარ საუბრობენ გიორგი მამარდაშვილის წასვლაზე. ქართველის მომავალთან დაკავშირებით, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს. ის ზაფხულში „ვალენსიას“ სატრანსფერო ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ევროპაში მიმდინარე მეკარეების „გადასვლებში“ ჯერ არ ფიგურირებს. გარდა ამისა, „ვალენსია“ აპირებს ფულის გამომუშავებას იუნუს მუსას გაყიდვით, თუ არაფერი შეიცვლება.
წინა კვირებში იყო საუბარი პრემიერლიგის გუნდების – „ჩელსის“, „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესზე. როგორც ჩანს, მას „ბარნლიც“ აკვირდება. თუ ონანა წავა, მილანის „ინტერის“ კარი ღია დარჩება, მაგრამ კლუბს „შახტარიდან“ ტრუბინის შეძენის სურვილი უფრო აქვს. ეს ერთით ნაკლები ვარიანტია მამარდაშვილისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: თუ „ვალენსია“ იუნუს მუსას გაყიდის, აუცილებელი იქნება მამარდაშვილის გაშვებაც? გიორგი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, მისი გაყიდვა კი უკვე ადრინდელივით რეალური აღარ არის“, – წერს ესპანური გამოცემა.