ესპანური მედია – „ლევანტემ“ ქოჩორაშვილთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
ესპანური მედია – „ლევანტემ“ ქოჩორაშვილთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

ლევანტემ“ ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ქოჩორაშვილს უკვე შეატყობინა, რომ ცალმხრივად გამოიყენებს კონტრაქტში არსებულ პუნქტს ხელშეკრულების ორი სეზონით გასახანგრძლივებლად, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena SER-ი ავრცელებს.

ლევანტე“ აპირებს, შეინარჩუნოს ის ფეხბურთელები, რომელთა საბაზრო ღირებულება, შესაძლოა, უახლოეს თვეებში და სეზონის დასრულებისას გაიზარდოს – შესაძლოა, ისინი გახდნენ კლუბის ფინანსური მდგომარეობის გადარჩენის ნაწილი, რაც ბოლო წლებში გადაუჭრელ ამოცანად რჩება.

ამას გარდა, „ლევანტე“ ემზადება ალტერნატიული გეგმის ასამოქმედებლად. თუ ლა ლიგაში ვერ დაწინაურდებიან და იძულებულები გახდებიან, საუკეთესო მოთამაშეები გაყიდონ, გიორგი ქოჩორაშვილი ერთ-ერთი ასეთი საკვანძო ფეხბურთელი იქნება.

შევიტყეთ, რომ „ლევანტემ“ ქართველ ნახევარმცველს უკვე აცნობა, რომ ცალმხრივი პუნქტი ამოქმედდება, რომლითაც კონტრაქტს ორი სეზონით გაახანგრძლივებს და, შესაბამისად, ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე გაგრძელდება.

ქოჩო, რომელიც კუნთების ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის ბოლო სტადიაშია, იმედოვნებს, რომ დროულად დაუბრუნდება მოედანს, რათა 21-დან 26 მარტს პლეი ოფში საქართველოს ნაკრებში ითამაშოს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს. ის ვილი სანიოლის გუნდის სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა“, – წერს გამოცემა Cadena SER-ი.