ესპანური მედია - ბეილმა თავად ითხოვა, რომ მატჩის განაცხადში არ შეეყვანათ
ესპანური მედია - ბეილმა თავად ითხოვა, რომ მატჩის განაცხადში არ შეეყვანათ

გარეტ ბეილმა ზინედინ ზიდანს სთხოვა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ის განაცხადში არ შეეყვანა. ამ ინფორმაციას ესპანური რადიო „ონდა სეროს“ ჟურნალისტი ედუ პიდალი ავრცელებს.

„გარეტ ბეილმა ზიდანს თავად სთხოვა, რომ ის „ლეგანესის“ წინააღმდეგ განაცხადში არ შეეყვანა. ზუსტად ეს გააკეთა ხამეს როდრიგესმაც რამდენიმე ტურით ადრე. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის უელსელი განაცხადში“, – დაწერა პიდალმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ლეგანესსა“ და „რეალ მადრიდს“ შორის მატჩი კვირას, 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მადრიდული გუნდი ამ მატჩზე უკვე ჩემპიონის სტატუსით გამოვა.