ესპანური მედია - „ბარსელონას“ პრეზიდენტი იურგენ კლოპს შეხვდება #1TVSPORT
კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს უახლოეს პერიოდში შეხვდება, – იუწყება AS-ი.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ლაპორტა შეეცდება, თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი „ბარსელონაში“ გადაიყვანოს მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისური გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
იურგენ კლოპი „ლივერპულს“ სათავეში 2015 წელს ჩაუდგა და „მერსისაიდელებმა“ მისი ხელმძღვანელობით შვიდი ტიტული მოიპოვეს.