ესპანური გამოცემა - თორნიკე შენგელია მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბასკონიასთან“ #1TVSPORT
ესპანური გამოცემა As აქვეყნებს სტატიას თორნიკე შენგელიას შესახებ. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამჟამად ქალაქ ვიტორიაშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბასკონიას“ ხელმძღვანელობასთან.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბასკურ კლუბში 2014-2020 წლებში გამოდიოდა და ფანებში დიდი პოპულარულობა მოიპოვა. „ბასკონიაში“ გატარებულ ბოლო სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.
შენგელია მოსკოვის ცსკა-ში ესპანეთიდან 2020 წელს გადავიდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი მოსკოვი დატოვა და ვიტორიაში გაემგზავრა. ესპანური გამოცემა As გვახსენებს, რომ ქართველ ფორვარდს „ბასკონიასთან“ თბილი ურთიერთობა აქვს და სამთვიანი კონტრაქტის გაფორმება მისთვისაც მისაღები იქნება. რაც შეეხება ვიტორიულ კლუბს, მას ევროლიგასა თუ ესპანეთის ჩემპიონატში საქმე კარგად არ აქვს და სწორედ შენგელიასნაირი ფორვარდი სჭირდება.