ესპანური გამოცემა - საბა კვირკველია „ალმერიას“ სიაშია #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - საბა კვირკველია „ალმერიას“ სიაშია #1TVSPORT

ესტადიო დეპორტივოს“ ცნობით, საბა კვირკველიათი ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი „ალმერია“ (30 ტურის შემდეგ 58 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ეიბარს“ ქულით ჩამორჩება) დაინტერსდა. თუმცა ესპანური გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ხარკოვის „მეტალისტის“ ცენტრალური მცველი მხოლოდ ერთ-ერთი კანდიდატია, რომლითაც კლუბმა შეიძლება ისარგებლოს, არიან რუსეთისა და უკრაინის ბაზრის სხვა ცენტრალური მცველები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ „ალმერიაში“ გადავიდნენ.

ფიფა-ს ახალი წესების წყალობით, „ალმერიამ“ შესაძლოა განიხილოს რამდენიმე ფეხბურთელის დამატება, რომლებიც რუსეთის და უკრაინის ლიგებში თამაშობენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია დომინოს ეფექტის მქონე საშინელი შედეგები უკრაინელ ხალხისთვის. ამან ფეხბურთზეც მოახდინა გავლენა. კერძოდ, სავსებით შესაძლებელია, რომ „ალმერიამ“ ამ მძიმე ვითარებით ისარგებლოს და თავის რიგებში ახალი მოთამაშე აიყვანოს.

რამდენიმე დღის წინ ფიფა-მ გამოაცხადა, რომ ყველა უცხოელი ფეხბურთელი, რომელიც რუსულ ან უკრაინულ გუნდში იყო, პრაქტიკულად თავისუფალია 2022 წლის 30 ივნისამდე. ისინი ახალ გუნდში 7 აპრილამდე უნდა გადავიდნენ. მანამდე დიდი დრო არ რჩება, მაგრამ „ალმერიას“ შესაძლოა დიდი შანსი მიეცეს, ტრავმირებულ მცველებს შემცვლელები მოუძებნოს.

უკრაინის ბაზარზე „ალმერიას“ მენეჯმენტისთვის საინტერესო მოთამაშეები არიან, მაგალითად, მარლონი და კვირკველია. „ალმერია“ ახლა ამ მოთამაშის დამატების შესაძლებლობას არკვევს. ხარკოველიმეტალისტის“ ქართველი მოთამაშე საბა კვირკველია 30 წლისაა. ის რუსეთის ლიგის გამოცდილი მოთამაშეა და ევროტურნირებზე თამაშობდა. რა თქმა უნდა, კვირკველიას დამატების შანსი უფრო მცირეა, იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის პირველ ნახევარში „მეტალისტის“ ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი გარანტია, რომ გუნდში გადავიდეს, „ალმერიაში“ მისი თანამემამულე მეკარის, გიორგი მაკარიძის ყოფნაა. რუსულ ბაზარზე კიდევ უფრო მადისაღმძვრელი ვარიანტებია. მთავარი კრიტერიუმია, რომ ფეხბურთელმა სწრაფად შეძლოს ადაპტაცია, ამიტომ აუცილებელია ესპანურად საუბრობდეს ან ესმოდეს“, – წერს გამოცემა.

რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ საბა კვირკველია 2021 წლიდან უკრაინის პრემიერლიგის ხარკოვის „მეტალისტში“ თამაშობდა, მაგრამ უკრაინაში რუსი ოკუპანტები შეჭრის შემდეგ გუნდი დატოვა.