ესპანური გამოცემა ქოჩორაშვილზე - გიორგის „ლევანტეში“ ენდობიან, ის გასული სეზონის სენსაციად იქცა #1TVSPORT
ესპანური გამოცემა ქოჩორაშვილზე - გიორგის „ლევანტეში“ ენდობიან, ის გასული სეზონის სენსაციად იქცა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ, რომელიც ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ლევანტეში“ „კასტელონიდან“ დაბრუნდა და კონტრაქტი 2025 წლამდე ოფციონის წესით გაახანგრძლივა, გამოცემა superdeporte-მ წელი გამოაქვეყნა, სადაც მას გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას უწოდებს.

„23 წლის ქართველი ნახევარმცველი საკვანძო როლს ასრულებდა „კასტელონში“, რომელიც ახლოს იყო ლა ლიგა 2-ში გადასვლასთან. გიორგი ქოჩორაშვილს ახლა იჯარა დაუსრულდა და „ლევანტეს“ დაუბრუნდა. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც პირველ დივიზიონში სეზონის ერთ-ერთ სენსაციად იქცა, ახლა „ლევანტესთან“ ერთად ლა ლიგაში ნახტომისთვის ემზადება.

23 წლის ფეხბურთელი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა და ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი 2020 წელს ჩაატარა. სამი სეზონის შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში იჯარით გადავიდა „კარილიონში“, რომელშიც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა – კლუბში, რომელიც ახლოს იყო ლიგა 2-ში დაწინაურებასთან.

„კასტელონში“ ფლეიმეიკერის როლში ჩავიდა, მაგრამ უფრო საყრდენი ნახევარდაცვის პოზიციაზე თამაშობდა, ისევე როგორც ადრეულ ასაკში. ასე რომ, ახლა „ლევანტეს“ მასთან დაკავშირებით რამდენიმე არჩევანი ექნება. გიორგის კლუბში ენდობიან და დარწმუნებულები არიან, რომ ახალ სეზონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება“, – წერს ესპანური გამოცემა superdeporte.

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერი იყო. კარიერაში ხელი ტრავმამ შეუშალა და „კასტელონში“ ფორმის აღსადგენად გადავიდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ლა ლიგა 2-ში თამაშით ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობისთვის კვლავ საინტერესო ფიგურა გახდეს.