ესპანური გამოცემა - მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია ესპანეთის გმირიც გახდა #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია ესპანეთის გმირიც გახდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების შვედეთთან (2:0) გამარჯვებით ისარგებლა და ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდა ესპანეთი, რომელმაც საბერძნეთი გასვლაზე 1:0 დაამარცხა.

ესპანური გამოცემა „მარკა“ ბათუმში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა წერილით – „კვარაცხელია, საქართველოს და ესპანეთის გმირი – მისი დუბლით შვედეთმა საქმე გაირთულა“.

„საქართველომ და განსაკუთრებით კვარაცხელიამ (რომელმაც თბილისში ესპანეთს გოლი გაუტანა), საოცარი გამარჯვებით შვედეთთან, ესპანეთს ხელი გაუწოდა. ვილი სანიოლმა იდეალური სათამაშო გეგმა შეიმუშავა. ყველაფერი გამოუვიდა იმისათვის, რომ მის გუნდს თავი კარგად დაეცვა და გამოეყენებინა ის რამდენიმე შესაძლებლობა, რაც ჰქონდა. ეს კი ისე მოხდა, ესპანეთის ნაკრებში წინასწარ ვერც იოცნებებდნენ.

– შვედეთმა ნაკლებად სახიფათო საქართველოს ნაკრებს შეუტია, მაგრამ ფორსბერგის და შემდეგ კლაესონის დარტყმებს ლორია წარმატებით დაუპირისპირდა. მეორე ტაიმის დასაწყისში არც კლაესონს გაუმართლა, იბრაჰიმოვიჩმაც კიდევ ერთხელ გაუშვა შანსი ხელიდან. თუმცა, გაუმართლა საქართველოს და კვარაცხელიას, როდესაც ბურთი კარის წინ მიიღო და გაიტანა. გოლმა შვედეთი კიდევ უფრო აგრესიული გახადა, მაგრამ თამაშზე კონტროლი მაინც დაკარგა. ტერიტორიას აკონტროლებდა, მაგრამ თამაში არ გამოსდიოდა და ბევრი მინუსიც გამოაჩინა. შვედების მეკარე ოლსენმა 76-ე წუთზე შესანიშნავი ნახტომით გუნდი გადაარჩინა მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ მან მეორედ გატანა მაინც მოახერხა.

– შვედებს მატჩის გადარჩენაში კულუშევსკის შესვლაც ვერ დაეხმარა. მათ „იარაღში დენთი აღარ იყო“. ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ შვედეთის ნაკრებისთვის დიდ იმედგაცრუებად იქცა და გუნდი კვლავ ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაბრკოლდა, ხოლო ესპანეთს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შესანიშნავი და მოულოდნელი შესაძლებლობა მისცა“, – წერს ესპანური გამოცემა.