ესპანური გამოცემა - მამარდაშვილი „რაიო ვალეკანოს“ ფორვარდს კოშმარებში დაესიზმრება #1TVSPORT
გიორგი მამრდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დიდი როლი ითამაშა, „ვალენსიამ“ გასვლაზე „რაიო ვალეკანოსთან“ ქულა რომ მოიპოვა. მართალია, „მშრალი“ სერია შეწყვიტა, მაგრამ ესპანურმა გამოცემებმა სათაურებში სწორედ მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში გამოარჩიეს.
მადრიდში გამართულ შეხვედრაში ხოსე ბორდალასი ქართველ კიპერს კიდევ ერთხელ ენდო, რომელმაც 27-ე წუთზე „რაიო ვალეკანოს“ შემტევის, ისი პალაზონის დარტყმაზე მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და შესანიშნავი სეივით გუნდი გადაარჩინა. 39-ე წუთზე კი ძალიან სახიფათო ფლანგური გადაცემა კუთხურზე მოიგერია.
„დარიო ასი“ – „მამარდაშვილი აჩერებს“
„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე უფერული თამაში ჩაატარა, ბრწყინავდნენ მხოლოდ ალდერეტე თავისი სიფხიზლით და მამარდაშვილი – შესანიშნავი სეივებით. მამარდაშვილი დღეს ისი პალაზონს კოშმარებში დაესიზმრება. ქართველმა ყველა დარტყმა მოიგერია – ყველაზე სამახსოვრო იყო ორი მომენტი და ორივე ისის. პირველ დაფარულ დაბალ დარტყმაზე „ვალენსიას“ მეკარემ ბურთს ხელი ბოლო მომენტში წაარტყა. მეორეჯერ „რაიო ვალეკანოს“ ფორვარდს რეალური საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ ისევ ქართულ „კედელს“ შეეჯახა და ვერაფერი მოუხერხა“.
„დიარიო დენავარა“ – „მამარდაშვილმა „ვალენსია“ გადაარჩინა“
„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ მთავარი გმირი იყო, რომელმაც რამდენიმე ღირებული სეივით გუნდი წაგებას გადაარჩინა. ქართველმა მეკარემ ისი პალაზონის დაბალი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზზე მოიგერია. „რაიოს“ ყველაზე მონდომებულმა ფეხბურთელს, პალაზონს კიდევ ერთხელ შეეძლო გაეტანა და ისევ გადააწყდა მამარდაშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი“.
„ელ პაისი“
„გიორგი მამარდაშვილი იყო „ვალენსიას“ მთავარი გმირი, რომელმაც საკუთარი გუნდი გადაარჩინა „ვალეკასზე“. „რაიომ“ მოახერხა კარლოს სოლერის გოლის გათანაბრება სერხი გვარდიოლას გოლით, მაგრამ მან ვერ შეაჩერა მოუგებელი სერია, რომელიც ახლა 12 მატჩამდე გაიზარდა“.