ესპანური გამოცემა - „ლევანტე“ ქოჩორაშვილის ტრანსფერში 4,5 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
„ლევანტე“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერში 4,5 მილიონ ევროს ითხოვს – ინფორმაციას CeltaNews-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველს ლა ლიგისა და სერია A-ს გუნდები – „სელტა“, „ესპანიოლი“, „ლაციო“ და „ტორინო“ იწვევენ. CeltaNews-ის მტკიცებით კი, ქოჩორაშვილით „ვალენსიაც“ დაინტერესდა.
„იტალიური კლუბების გარდა, გიორგი ქოჩორაშვილის შეძენა „სელტას“, „ესპანიოლსა“ და „ვალენსიას“ სურთ. „ლევანტე“ მოთამაშის ტრანსფერში დაახლოებით 4,5 მილიონ ევროს ითხოვს“, – ამტკიცებს გამოცემა CeltaNews-ი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქოჩორაშვილმა თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და „ჯვაროსნების“ ერთ-ერთ ლიდერი იყო – მან 26 გადაცემა ჩაჭრა და ამ მაჩვენებლით ჯგუფური ეტაპის რეკორდსმენიც გახდა.