ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

ვილი სანიოლმა ესპანეთთან გასამართ დღევანდელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების შენადგენლობა დაასახელა:

საქართველო (4-2-3-1): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, გვილია – ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია – ზივზივაძე.

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი – პედრო პორო, ერიკ გარსია, ლორენტე, ალბა – პედრი, ბუსკეტსი, ფაბიან რუისი – ფერან ტორესი, მორატა, ბრაიან ხილი.

აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსი ლუის ანრიკემ ძირითად განაცხადაში არ დააყენა.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 28 მარტს თბილისის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას, კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ეროვნულ გუნდს სტადიონიდან 15 500 ადამიანი უქომაგებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.