ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:

საქართველო: მამარდაშვილი – გოჩოლეიშვილი, კაშია (კაპ), კვირკველია, აზაროვი, ლობჟანიძე, გაგნიძე, აბურჯანია, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

ესპანეთი: უნაი სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, გავი, როდრი, ფაბიან რუიზი, ასენსიო, მორატა (კაპ), ოლმო.

ესპანეთი A ჯგუფში სამი ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდი 4 ქულით მეორე პოზიციაზეა და ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩის ტელერეპორტაჟს 20:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.