ესპანეთში ორი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა
ესპანეთში ორი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსის შედეგად, ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა.

Radio Nacional de Espana-ს ინფორმაციით, 59 წლის ხოსე მარია კანდელა პარასკევს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი სხეული მეხანძრეებმა 20 მარტს, ღამის პირველ საათზე აღმოაჩინეს. როგორც ირკევა, კანდელას სწორედ 20 მარტს უნდა გაევლო ტესტი კორონავირუსზე.

„ერთი კვირის განმავლობაში ის ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ ტესტი კრონავირუსზე მხოლოდ დღეისთვის იყო დანიშნული“, – განაცხადა ესპანელმა ჟურნალისტმა ხუან ანტონიო პრიეტომ.

კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა 78 წლის ტომას დიას-ვალდესი, რომელიც 30 წელი გაზეთ AS-ის რეპორტიორი იყო. ის მოტოსპორტის თემაზე მუშაობდა.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში დარეგისტრირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 20412 შემთხვევა. 1041 ადამიანი გარდაიცვალა, 1588 – გამოჯანმრთელდა.