ესპანეთის ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტაბასმა კორონავირუსის გამო გართულებულ სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა .
„სამედიცინო დონეზე უკვე ვიღებთ საკმარის ინფორმაციას. ასევე ჩავატარეთ კვლევა იმ შემთხვევისთვის, თუ მოგვიწევს ზოგიერთი მატჩის გადადება. ეს კვლევა უეფა-ს გავუზიარეთ და არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა. მთავარი ის არის, რომ ჩემპიონატს მაინც დავასრულებთ, მაყურებლების გარეშეც რომ მოგვიწიოს თამაში, რადგან დიდი პრობლემა იქნება ჩემპიონატის შეჩერება”, – თქვა ტებასმა.
უფრო ადრე იტალიაში დაადასტურეს, რომ სერია A-ს 26-ე ტურის ექვსი მატჩი კორონავირუსის გამო ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის.