ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ ფანებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც უნდა გამოევლინათ საუკეთესო ფეხბურთელი თითეულ ასაკში: 17-დან 35 წლამდე.
თავის კატეგორიაში ყველაზე დიდი უპირატესობით ლიონელ მესიმ მოიგო – „ბარსელონას“ კაპიტანმა ხმების 89 პროცენტი მიიღო.
გამოკითხვაში გამარჯვებულები:
17 წელი – ანსუ ფატი (ბარსელონა)
18 წელი – ტაკეფუსა კუბო (რეალი)
19 წელი – ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი)
20 წელი – მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი)
21 წელი – კილიან მბაპე (პსჟ)
22 წელი – ფრენკი დე იონგი (ბარსელონა)
23 წელი – დელე ალი (ტოტენჰემი)
24 წელი – ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი)
25 წელი – რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)
26 წელი – იან ობლაკი (ატლეტიკო)
27 წელი – ნეიმარი (პსჟ)
28 წელი – ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული)
29 წელი – ტონი კროოსი (რეალი)
30 წელი – ჟორდი ალბა (ბარსელონა)
31 წელი – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
32 წელი – ლიონელ მესი (ბარსელონა)
33 წელი – სერხიო რამოსი (რეალი)
34 წელი – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
35 წელი – ანდრეს ინიესტა (ვისელ კობეა)