ესპანეთმა თბილისში ისტორია დაწერა - „ფურია როხამ“ „დინამო-არენაზე“ გერმანიას გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთმა თბილისში ისტორია დაწერა - „ფურია როხამ“ „დინამო-არენაზე“ გერმანიას გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT

დინამო-არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს ორმაგად გაუმართლა. საქართველოსთან შესარჩევ ციკლში გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამავე დროს, ლუის ენრიკეს გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების რეკორდი გააუმჯობესა.

ესპანეთის ეროვნული გუნდი პირველი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლი ზედიზედ 37 მატჩში გაიტანა. ლუის ენრიკეს გუნდმა ამ მაჩვენებლით გერმანიის ნაკრებს გადაასწრო, რომელსაც ძველი რეკორდი ეკუთვნოდა – ბუნდესნაკრებმა მეტოქეთა კარი ზედიზედ 36 მატჩში აიღო. გერმანიამ პირველი რეკორდი 1934-1985 წლებში დაამყარა.

ესპანეთს საკვალიფიკაციო ტურნირებში წაუგებელი სერიის ხანგრძლივობით ასევე არ ჰყავს ბადალი. შეხვედრა თბილისში, სადაც ყველაფერი გადაწყვიტა მსაჯის მიერ დამატებულ დროში დანის ოლმოს შორეულმა დარტყმამ, გახდა ზედიზედ 65-ე წაუგებელი მატჩი. ბოლოს გუნდმა 1993 წლის მარტში წააგო, როდესაც დანიელებთან კოპენჰაგენში (0:1) წააგეს.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლის შემდეგ, ფერან ტორესისა და დანი ოლმოს გოლებით ესპანეთმა მოიგო და ამით ბოლო წლების მძიმე ტრადიცია დაარღვია – ესპანეთისთვის პირველი ტაიმის შედეგი საშიში ჩანდა. რადგან გუნდი ბოლო 12 წლის განმავლობაში ვერ იგებდა შეხვედრას, რომლის პირველ ტაიმშიც მარცხდებოდა.