ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ესპანეთი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 1/2-ფინალში ითამაშებს. პირენეელებმა შვეიცარიასთან მეტად დაძაბულ მეოთხედფინალში 2:1 გაიმარჯვეს.
შეხვედრა თავიდან ბოლომე ესპანეთის ნაკრების კარნახით მიმდინარეობდა და 68-ე წუთზე სერხიო გომესის გოლით დაწინაურდა კიდეც, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში შვეიცარიამ ანგარიში გაათანაბრა. გოლი ამდოუნიმ გაიტანა.
თამაში დამატებით დროში გაგრძელდა. იქ კი ესპანეთმა გააკეთა ის, რაც საქართველომ ვერ შეძლო – მატჩი პენალტების სერიამდე არ მიიყვანა. 103 წუთზე გოლი მირანდამ გაიტანა და ესპანეთმა 2:1 გაიმარჯვა.
ესპანეთის მოგება იმას ნიშნავს, რომ, თუ ინგლისმა და საფრანგეთმა თავიანთი მატჩები მოიგეს, ოლიმპიადის სგზურისთვის საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება.