მომავალი მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა ვილიარეალში უმასპინძლა შვეიცარიის ნაკრებს და ფრედ – 1:1 ეთამაშა.
ესპანელები 29-ე წუთზე “რეალ სოსიედადის” ნახევარმცველმა ალვარო ოდრიოსოლამ დააწინაურა, 62-ე წუთზე ანგარიში “მილანის” მცველმა რიკარდო როდრიგესმა გაათანაბრა.
ესპანეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
დე ხეა, პიკე, ასპილიკუეტა, ჟორდი ალბა (78. ნაჩო მონრეალი), ოდრიოსოლა (70. ნაჩო), ინიესტა (55. საულ ნიგესი), დავიდ სილვა (60. მარკო ასენსიო), ტიაგო ალკანტარა, კოკე, დიეგო კოშტა (60. როდრიგო), იაგო ასპასი (46. ლუკას ვასკესი).
ანდრეს ინიესტამ 126-ე მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრებში, რითაც დაეწია ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე მყოფ ანდონი სუბისარეტას. ამ დუეტს უსწრებენ: ჩავი (133), სერხიო რამოსი (151) და იკერ კასილიასი (167).