ესპანეთმა საკვალიფიკაციოსთვის შემადგენლობა დაასახელა
ესპანეთმა საკვალიფიკაციოსთვის შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ ის კალათბურთელები დაასახელა, რომლებიც ზაფხულში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. გუნდში NBA-ის ერთადერთი ლეგიონერია – ხუანჩო ერნანგომესი. ვეტერანი ფორვარდი პაუ გასოლი ნაკრებს სექტემბერში შეუერთდება.

ესპანეთის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ალბერტო აბალდე, გიიომ ვივესი (ორივე – “ვალენსია”), პაბლო აგილარი, ორიოლ პაული, ხავი რაბასადა (ყველა – “გრან კანარია”), ფრენსის ალონსო (“უნივერსიდადი”), ვიქტორ არტეაგა, დარიო ბრისუელა, ედგარ ვიჩედო (ყველა – “ესტუდიანტესი”), ჯონათან ბარეირო (“სარაგოსა”), ხავიერ ბეირანი, როდრიგო სან მიგელი, ფრან ვასკესი (ყველა – “ტენერიფე”), ვიქტორ კლავერი, პიერ ორიოლა (“ბარსელონა”), ხოაკინ კოლომი (უნიქსი), ალბერტო დიასი, დანი დიესი (ორივე – “უნიკახა”), ხაიმე ფერნანდესი (“ანდორა”), ხუანჩო ერნანგომესი (“დენვერი”), ნაჩო ლოვეტი (“ობრადოირო”), სერხიო როდრიგესი (ცსკა), სებას საისი (“სან პაბლო”), სანტი იუსტა (“რეალი”).