ესპანეთმა ნორვეგიის წინააღმდეგობა 32 წლის დებიუტანტის დუბლით გატეხა - ევრო 2024-ის შესარჩევი, A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთმა ნორვეგიის წინააღმდეგობა 32 წლის დებიუტანტის დუბლით გატეხა - ევრო 2024-ის შესარჩევი, A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* 32 წლისა და 363 დღის ხოსელუ ესპანეთის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტია 2006 წლის შემდეგ, ვინც გოლი გაიტანა.

* ესპანეთმა შეწყვიტა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია.

* ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ბოლო 33 საშინაო შეხვედრიდან 32 მოიგო. ერთადერთი მარცხი 2003 წლის ივნისში იყო საბერძნეთთან (0:1).

* ესპანეთს ნორვეგიის წინააღმდეგ 9 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

* მაკტომინეი მეხუთე ფეხბურთელი გახდა შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში, ვინც შეცვლის შემდეგ დუბლი შეასრულა.

 

შოტლანდია-კვიპროსი  3:0

გოლები: 1:0 მაკგინი (21), 2:0 მაკტომინეი (87), 3:0 მაკტომინეი (90)

 

ესპანეთი-ნორვეგია         3:0

გოლები: 1:0 ოლმო (13), 2:0 ხოსელუ (84), 3:0 ხოსელუ (85)

ესპანეთი: არისაბალაგა, კარვახალი, ნაჩო, ლაპორტი, ბალდე, მერინო (81. ფაბიან რუისი), როდრი, ოლმო (67. პინო), გავი (58. ოიარსაბალი), ალვარო მორატა (81. ხოსელუ), იაგო ასპასი (58. სებალიოსი).