ესპანეთმა ხორვატიას ექვსი გოლი გაუტანა (ვიდეო)
ესპანეთმა ხორვატიას ექვსი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ერთა ლიგის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებმა ვიგოში  მსოფლიოს ვიც-ჩემპიონ ხორვატიას უმასპინძლა და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა.

ესპანეთმა თითო ტაიმში სამ-სამი გოლის გატანა მოახერხა. მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკე დაინიშნა, საულ ნიგესი მესამედ არის ძირითად შემადგენლობაში და მეორე გოლი შეაგდო. სწორედ „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა 24-ე წუთზე გახსნა ანგარიში.

მეორე გოლი მარკო ასენსიოს ანგარიშზეა (33′). „რეალის“ შემტევი მატჩის გმირია, რადგან გოლს სამი საგოლე პასი მიამატა. პირველ ტაიმში იყო ლოვრე კალინიჩის ავტოგოლი და ესპანეთი შესვენებისთვის 3:0-ს იგებდა.


საულის მგავსად, ლუის ენრიკეს გუნდის კიდევ ერთი მთავარი ფიგურა ხდება ფორვარდი როდრიგო, რომელმაც ბოლო ორ მატჩში ზედიზედ ორი გოლი გაიტანა.

შემდეგ „რეალის“ ფეხბურთელების ჯერი დადგა – სერხიო რამოსმა და ისკომაც მიიღეს მონაწილეობა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის განაგურებაში. ესპანეთს 9 ზუსტ დარტყმაში ექვსი გოლი ჰქონდა!

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა პირველ ტურში სტუმრად ინგლისი 2:1 დაამარცხა და ახლა, ლიგა A-ში თავის ქვეჯგუფს ლიდერობს.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

ესპანეთი: დე ხეა, დანიელ კარვახალი (ასპილიკუეტა, 75), ნაჩო, სერხიო რამოსი, გაია, ბუსკეტსი, საულ ნიგესი (ტიაგო ალკანტარა, 65), სებალიოსი, მარკო ასენსიო, ისკო, როდრიგო (ბუსკეტსი, 59).

ხორვატია: კალინიჩი, ვრსალკო (როგი, 20), მიტროვიჩი, ვიდა, პივარიჩი, რაკიტიჩი, ბროზოვიჩი (პიაცა, 62), მოდრიჩი, პერიშიჩი, კოვაჩიჩი, სანტინი (ლივაია, 71).