ესპანეთის ნაკრების პრესსამსახურმა გამოაცხადა ევრო 2024-ისთვის წინასწარი შემადგენლობა.
სიაში შესულია 29 ფეხბურთელი და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ 7 ივნისისთვის ჩამონათვალი 26 მოთამაშემდე უნდა დაიყვანოს.
მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი, ინგლისი), ალექს რემირო (სოსიედადი);
მცველები – დანი კარვახალი (რეალი), ხესუს ნავასი (სევილია), ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), რობენ დე ნორმანი (სოსიედადი), დანი ვივიანი (ბილბაო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი, გერმანია), ნაჩო ფერნანდესი (რეალი), მარკ კუკურელია (ჩელსი, ინგლისი);
ნახევარმცველები – როდრი (მანჩესტერ სიტი), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – სოსიედადი), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი), ალექს ბაენა (ვილიარეალი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრი (ბარსელონა), ალეშ გარსია (ჟირონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა);
ფორვარდები – ლამინ იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), პაბლო საბალეტა (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ხოსელუ (რეალი), ალვარო მორატა (ატლეტიკო), ფერან ტორესი (ბარსელონა), აიოსე პერესი (ბეტისი).