ესპანეთმა „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის გაფართოებული რაზმი დაასახელა | რაგბი ევროპის ჩემპიონატი #1TVSPORT
ესპანეთმა „ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის გაფართოებული რაზმი დაასახელა | რაგბი ევროპის ჩემპიონატი #1TVSPORT

კვირას, 14 მარტს, „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეორე ტურის მატჩში, ესპანეთი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მადრიდში უმასპინძლებს. „ლომებს“, ისევე როგორც ტურნირის სხვა მონაწილეებს, მიზნად 2023 წელს საფრანგეთში გასამართ მსოფლიო თასზე მოხვედრა აქვთ დასახული.

ტურნირის შეცვლილი ფორმატის გამო პირველ ტურში ესპანელებს დასვენება მოუწიათ და გათამაშების პირველ მატჩში მოქმედ ჩემპიონებს – „ბორჯღალოსნებს“ დაუპირისპირდებიან.

ესპანელთა თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა უკვე შეადგინა გაფართოებული შემადგენლობა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის და გამოჩნდა, რომ გუნდს ბევრი მნიშვნელოვანი მორაგბე დაუბრუნდა. მათ შორის არიან მარკო პინტო, ლუკას გიიუმი, პიერ ბარტერე, დავიდ ბარერა და „ტოპ 14“-ში მოასპარეზე ჩარლი მალი. არიან დებიუტანტებიც – ალეხანდრო ალონსო და პაბლო ორტიზი.

ესპანეთის შემადგენლობა:

პირველი ხაზი: 

ჯონ ზაბალა („ტარბი“), ფერნანდო ლოპესი („ტარბი“), ბიტორ აბოიტიზი („ბედარიბესი“), ვისენტე დელ ჰოიო („ელ სალვადორი“), ტიერი ფუტეუ („კარკასონი“), ანდრეს ალვარადო („ელ სალვადორი“), მარკო პინტო („ბეზიე“);

მეორე ხაზი: 

მანუელ მორა („ოლიმპიკი“), ვიქტორ სანჩესი („ელ სალვადორი“), კალოკალო გავიდი („ვალიადოლიდი“), ანიბალ ბონანი („ბაგნერი“);

მესამე ხაზი:

ფრედ ქუერსი, ლუკას გიიუმი („სპორტინგი“), ბრის ფერერი („დაქსი“), პიერ ბარტერე („რუანი“), დავიდ ბარერა („ასველ რაგბი“);

ცხრა ნომერი:

კერმან აურეკოეტხეა („ბიარიცი“), ტომას მუნილა („ბეზიე“), ფაკუნდო მუნილა („ოლიმპიკ მაღკუა“);

მგეზავი:

ბაუტისტა გუემესი („ბარსა“), გონსალო ვინუესა („ცისნეროსი“);

შუამარბი: 

ანდრეა რაბაგო („დიჟონი“), ალვარ ხიმენო („ბეზიე“), დანიელ ბარანკო („ბარსა“), ალეხანდრო ალონსო („ვალიადოლიდი“);

გარემარბი: 

ბრედლი ლინკლატერი („გეტხო“), ხორდი ხორბა („ბარსა“), პაბლო ორტიზი („ბარსა);

ფულბეკი:

ჩარლი მალი („პო“), ფედერიკო კასტელიონი („ბურგოსი“).

მოთამაშეთა დიდი ნაწილი ფრანგულ პროფესიულ ლიგებში თამაშობს. „ლომებს“ რანგით მეორე „პროდ2“ (ProD2) დივიზიონიდან რვა მორაგბე ჰყავთ განაცხადში. ყველაზე მეტი – სამი მორაგბე „ბეზიეში“ თამაშობს. გუნდშია გამოცდილი ფულბეკი ჩარლი მალიც, რომელიც „ტოპ 14“-ის „პოს“ ღირსებას იცავს და უკვე 10 წელზე მეტია საფრანგეთის პროფესიულ ლიგებში ასპარეზობს. მორაგბეთა ნაწილი თამაშობს საფრანგეთის რეგიონალურ ლიგაში, რომელიც პროფესიონალურ „პროდ2“-ზე ერთი საფეხურით დაბლაა, ხოლო დანარჩენები ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის გუნდებს წარმოადგენენ.