ესპანეთის თასზე მეოთხედფინალის ეტაპის წილისყრა გაიმართა და გუნდები ასე დაწყვილდნენ:
რეალი-ჟირონა
ხეტაფე-ვალენსია
სევილია-ბარსელონა
ესპანიოლი-ბეტისი
პირველი მატჩები 22-24 იანვარს გაიმართება, განმეორებითი – 29-31 იანვარს.
აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” არ მოხსნიან ტურნირიდან იმის გამო, რომ წინა ეტაპზე “ლეგანესის” წინააღმდეგ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ათამაშა. “ბარსელონა” გადარჩა იმის გამო, რომ “ლეგანესმა” სარჩელის შეტანა დააგვიანა.