რამდენიმე მსხვილმა ესპანურმა არხმა ესპანეთის სუპერთასის მატჩების ტრანსლიაციებს ბოიკოტი გამოუცხადა, – წერს ვებგვერდი La Vanguardia.
შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ტურნირის საუდის არაბეთში ჩატარების შესახებ გამოაცხადა.
ტელეარხებმა RTVE-მ, Mediaset-მა და Atresmedia-მ უკვე განაცხადეს, რომ არ აპრებენ მატჩების ტრანსლირებას იმ ქვეყნებიდან, სადაც არ არის დაცული ადამიანის უფლებები.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასი 8-12 იანვარს ჯიდაში გაიმართება და ახალი ფორმატით გათამაშდება. ტურნირში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და უკვე ცნობილია ნახევარფინალური წყვილები: „რეალი“-„ვალენსია“ და „ბარსელონა“-„ატლეტიკო“.