ესპანეთის სუპერთასი ოთხთა ფინალის ფორმატით ჩატარდება

22:19, 19.02.2019

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის სუპერთასის ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სეზონიდან სუპერთასი არა ორ, არამედ ოთხ გუნდს შორის გათამაშდება.

როგორც გაზეთი მარკა (Marca) წერს, მინი-ტურნირში, რომელიც პრიმერას 2019-20 წლების სეზონის წინ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს ესპანეთის ჩემპიონატის ორი საუკეთესო გუნდი და ქვეყნის თასის ორივე ფინალისტი.

სუპერთასის ოთხთა ტურნირი ესპანეთის ფარგლებს გარეთ, ერთ ქალაქში ჩატარდება. გაიმართება სამი მატჩი: ორი ნახევარფინალი და ფინალი. მესამე ადგილისთვის თამაში არ არის დაგეგმილი.

სუპერთასის ახალი ფორმატი საბოლოოდ დამტკიცდება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე, რომელიც აპრილში გაიმართება.

მსგავსი