ესპანეთის სასამართლომ შეწყვიტა საქმე „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის წინააღმდეგ, – დაწერა სააგენტო „ფრანს პრესმა“ (France Press).
მესის საქველმოქმედო ფონდის ყოფილმა თანამშრომელმა არგენტინელი დაადანაშაულა თაღლითობაში, ფლანგვასა და ფულის გათეთრებაში. სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც მითითებული იყო მისი სამოტივაციო ნაწილი. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალდება ეყრდნობოდა პრესიდან ამოღებულ შეტყობინებებს, რომელიც ერთ დოკუმენტად იყო აკინძული. სარჩელის ავტორი, არგენტინელი ფედერიკო რეტორი არ ფლობდა ამ საქმის შესახებ ინფორმაციას – დაადგინა სასამართლომ.
ასე, მაგალითად, რეტორი ამტკიცებდა, რომ თანხები, რომელსაც ფონდი იღებდა, მიმართული უნდა ყოფილიყო სოციალური მიზნებისკენ, ამის ნაცვლად კი წავიდა კერძო სახის საქმიანობებზე, რომელიც შორს იყო ქველმოქმედებისგან.
უფრო ადრე, რეტორიმ უკვე შეიტანა ანალოგიური სარჩელი არგენტინის სასამართლოში, მაგრამ მესი არც იქ მისცეს პასუხისგებაში.