ესპანეთის სასამართლომ მესის ფონდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განაახლა
ესპანეთის სასამართლომ მესის ფონდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განაახლა

მოსამართლე მარია ტარდონმა განაახლა ლიონელ მესის ფონდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არგენტინელი მოწმის ფედერიკო რეტორის დასაკითხად. ეს უკანასკნელი ადანაშაულებს „ბარსელონას“ კაპიტანს, მის მამას, ძმასა და ფეხბურთელის გარემოცვის სხვა წევრებს ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებებში.

როგორც ირკვევა, ფული მიმართული იყო არა სოციალური საჭიროებისთვის, როგორც ამას თავდაპირველად აცხადებდნენ, არამედ სხვა სახის კერძო საქმიანობისთვის ან იმ ანგარიშებზე ჯდებოდა, რომელიც არ იყო მითითებული ფონდის მიერ.

ვებგვერდმა ABC-მ დაამატა, რომ მესის ფონდი თავს არიდებდა გადასახადების გადახდას უცხოურ სპონსორებთან კონტრაქტებს გაფორმებისას – წესის თანახმად, ისინი თავისუფლდებიან გადასახადებისგან, თუ სახსრები მიმართულია საქველმოქმედო მიზნებისთვის. ამ სქემის მიხედვით, ფონდმა დაახლოებით 10 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ადრე ფონდის ყოფილმა თანამშრომელმა ანალოგიური სარჩელი შეიტანა არგენტინაში, მაგრამ მესი პასუხისმგებლობაში არ მიუციათ. ესპანეთში კი საქმე გაჩერებული იყო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, ლიონელ მესი გადასახადების დამალვის გამო 21-თვიანი პირობითი პატიმრობით დასაჯეს.