ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ საჩოგბურთო მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი 83 ადამიანი დააპატიმრა - დაკავებულთა შორის 23 პროფესიონალი ჩოგბურთელია
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ 83 ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილნი. მათ შორისაა 23 პროფესიონალი ჩოგბურთელი, – იტყობინება Europol. ერთ-ერთი მოთამაშე 2018 წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე გამოდიოდა.
იტყობინებიან, რომ ეჭვმიტანილები პროფესიონალი მოთამაშეების მოსყიდვას ახერხებდნენ, რათა გარანტირებულად მიეღოთ წინასწარ შეთანხმებული შედეგები. ამის შემდეგ, ისინი იყენებდნენ ათასობით ადამიანს, რათა გაეკეთებინათ ფსონები წინასწარ ორგანიზებულ თამაშებზე.
წარმოშობით სომეხი ეროვნების პირთა დანაშაულებრივი ჯგუფი იყენებდა პროფესიონალ ჩოგბურთელს, რომელიც მოქმედებდა როგორც დამაკავშირებელი რგოლი ბანდასა და დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენ ნაწილს შორის. მოთამაშეთა მოსყიდვის შემდეგ, დაჯგუფების წევრები ესწრებოდნენ მატჩებს, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ჩოგბურთელებმა შეასრულეს ის, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული. და ტრიბუნებიდან გასცემდნენ ბრძანებებს ჯგუფის სხვა მონაწილეებზე, რომ მათ გაეგრძელებინათ ფსონების დადება.
ესპანეთში 11 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა ჩხრეკა. ჯამში ამოიღეს 167 ათასი ევრო, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, 50-მდე ელექტრომოწყობილობა, საკრედიტო ბარათები, ხუთი ძვირადღირებული ავტომობილი და ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. გარდა ამისა, დააყადაღეს 42 საბანკო ანგარიში.