ესპანეთის პოლიციამ სერია A-ში ჩაწყობილ თამაშებზე 14 ადამიანი დააკავა
ესპანეთის პოლიციამ დააკავა 14 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან იტალიის ჩემპიონატში ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებაში.
პოლიციის პრესრელიზის მიხედვით, დაკავების ოპერაცია ‘Oikos’ ჩატარდა ევროპის პოლიციის სააგენტოსთან ერთად. დაკავებულებს ბრალი ედებათ კორუპციაში, ფულის გათეთრებასა და თანხების არამიზნობრივად გამოყენებაში.
გარდა ამისა, იტალიის ტერიტორიაზე ჩატარდა რამდენიმე ჩხრეკა ამ საქმესთან დაკავშირებით.
ეჭვმიტანილთა ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. წინა ანალოგიური ოპერაციისას, ასევე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის, მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელები რაულ ბრავო და კარლოს არანდა.