ესპანეთის ნაკრებში „რეალის“ არცერთ ფეხბურთელი არ გამოიძახეს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მიიღო გამოძახება ესპანეთის ნაკრებში ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ფუენტემ პირველად იხმო ეროვნულ გუნდში სამი ფეხბურთელი: აიტორ პარედესი (ბილბაო), მარკ კასადო (ბარსელონა) და სამუ ომოროდიონი (პორტუ).
მეკარეები – დევიდ რაია (არსენალი, ინგლისი), ალექს რემირო (სოსიედადი), რობერტ სანჩესი (ჩელსი, ინგლისი);
მცველები – ოსკარ მინგესა (სელტა), დანი ვივიანი (ბილბაო), აიმერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), პაუ ტორესი (ასტონ ვილა, ინგლისი), მარკ კუკურელია (ჩელსი, ინგლისი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი, გერმანია), პედრო პორო (ტოტენჰემი, ინგლისი), აიტორ პარედესი (ბილბაო);
ნახევარმცველები – მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), მიკელ მერინო (არსენალი, ინგლისი), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), პედრი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილირეალი), დანი ოლმო (ბარსელონა), მარკ კასადო (ბარსელონა);
თავდამსხმელები – ალვარო მორატა (მილანი, ესპანეთი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), აიოსე პერესი (ვილიარეალი), სამუ ომოროდიონი (პორტუ, პორტუგალია), ბრაიან სარაგოსა (ოსასუნა).
ესპანეთის ნაკრები 15 ნოემბერს სტუმრად ითამაშებს დანიასთან და 18 ნოემბერს შინ – შვეიცარიასთან.