ესპანეთის ნაკრებში „ბარსელონას“ ექვსი მოთამაშე გამოიძახეს #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებში „ბარსელონას“ ექვსი მოთამაშე გამოიძახეს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გამოაცხადა შემადგენლობა ერთა ლიგის ბოლო ორი ტურისთვის – 24 სექტემბერს შვეიცარიასთან და 27 სექტემბერს პორტუგალიასთან.

სიაში ვერ მოხვდნენ „ბარსელონას“ გარემარბი ანსუ ფატი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა. პირველად მიიღეს ნაკრებში გამოძახება „ბეტისის“ 29 წლის ნახევარმცველმა ბორხა იგლესიასმა და „ბილბაოს“ 20 წლის შემტევმა ნიკო უილიამსმა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელის ძმამ ინიაკი უილიამსმა, რომელიც ასევე „ბილბაოში“ თამაშობს, განას ნაკრებში გამოსვლა გადაწყვიტა.

მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი), დავიდ რაია (ბრენტფორდი, ესპანეთი);

მცველები – დანი კარვახალი (რეალი), ერიკ გარსია, ჟორდი ალბა (ორივე – ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), დიეგო ლორენტე (ლიდსი, ინგლისი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ხოსე გაია, უგო გილიამონი (ორივე – ვალენსია);

ნახევარმცველები – როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სერხიო ბუსკეტსი, გავი, პედრი (ყველა – ბარსელონა), კოკე, მარკოს ლორენტე (ორივე – ატლეტიკო), კარლოს სოლერი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი);

ფორვარდები – ალვარო მორატა (ატლეტიკო), ბორხა იგლესიასი (ბეტისი), ფერან ტორესი (ბარსელონა), პაბლო სარაბია (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), მარკო ასენსიო (რეალი), იერემი პინო (ვილიარეალი).