ესპანეთის ნაკრებმა შოტლანდიისთვის და ნორვეგიისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შემადგენლობა დაასახელა ოქტომბრის შესარჩევი მატჩებისთვის – 12 ოქტომბერს შინ შოტლანდიასთან და 15 ოქტომბერს სტუმრად ნორვეგიასთან.
მეკარეები – უნაი სიმონი (ბილბაო), კეპა არისაბალაგა (რეალი), დავიდ რაია (არსენალი, ინგლისი);
მცველები – დანი კარვახალი (რეალი), დავიდ გარსია (ოსასუნა), ალექს ბალდე (ბარსელონა), პაუ ტორესი (ასტონ ვილა, ინგლისი), რუბენ ლე ნორმანი (სოსიედადი), ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), ფრან გარსია (რეალი);
ნახევარმცველები – როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – სოსიედადი), გავი (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ოიან სანსეტი (ბილბაო);
ფორვარდები – ალვარო მორატა (ატლეტიკო), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ხოსელუ (რეალი), ლამინ იამალი, ფერან ტორესი (ორივე – ბარსელონა), იერემი პინო (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი).