ესპანეთის ნაკრებმა „ოთხთა ფინალისთვის“ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შემადგენლობა დაასახელა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართება. ესპანეთი ნახევარფინალში იტალიას შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში ხორვატიასა და ნიდერლანდების შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მეკარეები – უნაი ემერი (ბილბაო), კეპა არისაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), დავიდ რაია (ბრენტფორდი, ინგლისი);
მცველები – დანი კარვახალი (რეალი), ხესუს ნავასი (სევილია), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), რუბენ ლე ნორმანი (სოსიედადი), დავიდ გარსია (ოსასუნა), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ხუან ბერნატი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი);
ნახევარმცველები – როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – სოსიედადი), გავი (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), სერხიო კანალესი (ბეტისი);
ფორვარდები – ალვარო მორატა (ატლეტიკო), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), ხოსელუ (ესპანიოლი), როდრიგო (ლიდსი, ინგლისი), მარკო ასენსიო (რეალი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), იერემი პინო (ვილიარეალი).