მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ესპანეთის ნაკრებში მწვრთნელი შეიცვალა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ხულენ ლოპეტეგის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს გამოცხადდა მადრიდის “რეალში” ლოპეტეგის დანიშვნის შესახებ – სპეციალისტი “სამეფო კლუბს” მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს. ამ სიახლემ ესპანეთის ნაკრებში სიტუაცია არია, რასაც მოჰყვა რუბიალესის გადაწყვეტილება.
“ჩვენ იძულებულნი ვართ, უარი ვთქვათ მთავარი მწვრთნელის სამსახურზე. მას ყველაფერს საუკეთესოსა და წარმატებას ვუსურვებთ. ესპანეთის ნაკრების ყველა თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ არსებობს ქცევის აღიარებული ნორმები. არ მიმაჩნია, რომ ლოპეტეგიმ მიღალატა. პრობლემა იმაშია, რომ “რეალთან” ყველანაირი მოლაპარაკება ფედერაციის ზურგსუკან მიდიოდა. ეს უყურადღებოდ არ უნდა დარჩენილიყო. ლოპეტეგი – უდავო პროფესიონალია. მაგრამ, აუცილებელია, საქმეები წესების დაცვით აწარმოო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ლოპეტეგის ადგილს და ვინ უხელმძღვანელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს. სახელდება ფერნანდო იეროსა და ალბერტ სელადესის კანდიდატურები.