ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ანდრეს პალოპი - მამარდაშვილი ბრილიანტის მსგავსია, უნდა გააპრიალო და უკეთ გამოჩნდება #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ანდრეს პალოპი - მამარდაშვილი ბრილიანტის მსგავსია, უნდა გააპრიალო და უკეთ გამოჩნდება #1TVSPORT

სევილიისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ანდრეს პალოპმა, „დინამო თბილისის“ ახალწვეულ მეკარე ანდრეს პრიეტოზე კომენტარის შემდეგ „ვალენსიას“ ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე ილაპარაკა.

მამარდაშვილმა, რომლის დებიუტი ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ შედგა, პალოპი გულგრილი არ დატოვა. ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარის თქმით, 20 წლის ქართველში პიროვნება დაინახა, ხაზი მის გამბედაობას გაუსვა და „ვალენსიას“ მთავარი მეკარეობის კანდიდატად განიხილა.

„მასში ბევრ კარგ თვისებას ვხედავ. გამბედავია კარიდან გამოსვლისას, მის მოქმედებაში ჩანს, რომ პიროვნებაა. ფეხით კარგად თამაშობს და მას ზრდის პერსპექტივა გააჩნია. ის ჯერ 20 წლისაა და ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი. თუმცა პოზიციურად კარგია ხაზზეც და გამოსვლებზეც. „მესტალიას“ ახლანდელი სასტარტო მეკარე, კარგი ბრილიანტის მსგავსია, უნდა გააპრიალო და კიდევ უფრო გამოჩნდება“, – აცხადებს ანდრეს პალოპი.

სევილიასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ გიორგის რჩევაც მისცა:

„ის თამამია და ზოგჯერ იმ ზონაში ცდილობს ბურთის მოგერიებას, სადაც მცველები უნდა იდგნენ და ამან, შეიძლება, შეცდომა გამოიწვიოს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, როგორ შეიკავოს თავი, როდესაც ყველა მასზე ლაპარაკობს, წერს და აქებს. უნდა იცოდეს, როგორ მართოს თავისი ცხოვრება, რადგან არის ლიგაში, რომელიც შეცდომას არ პატიობს და ძალიან მკაცრია. „ვალენსიას“ ჰყავს მეკარე ძალიან კარგი მომავალით, მაგრამ მან მუდმივად უნდა იშრომოს და განვითარდეს“.