გამარჯობა ტიფლის! – ესპანეთის ნაკრები თბილისშია [ვიდეო] #1TVSPORT
გრანადაში, საბერძნეთთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ესპანეთის ნაკრები სრული შემადგენლობით საქართველოსკენ ავიაკომპანია „იბერიის“ ჩარტერული რეისით გამოფრინდა.
„ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდი გრანადიდან 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ თბილისშია და სასტუმროში დაბინავდა. გამარჯობა ტიფლის!“ – ვკითხულობთ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.
✈️🇬🇪 ¡¡Así sido el viaje de la @SeFutbol hasta Tiflis!!
🏨 Después de un viaje de unas 5⃣ horas desde Granada, la expedición ya se encuentra acomodada en el hotel de concentración.#SomosEspaña#SomosFederación pic.twitter.com/r88Vg9CXgU
— Selección Española de Fútbol (@SeFutbol) March 26, 2021
ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრაში 25 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს „დინამო-არენაზე“ შეხვდება. ჯგუფში მეორე ტურის მატჩი 28 მარტს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მას 15 ათასი მაყურებელი დაესწრება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
