ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში ჩავიდა. მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის თვითმფრინავი კრასნოდარში დაეშვა, – წერს ნაკრების ოფიციალური “ტვიტერი”.
“Hola, Krasnodar! ჩვენ აქ ვართ! ჩვენ წარმოვადგენთ მთელს ქვეყანას, რომელიც მოუთმენლად ელოდება გუნდისგან საუკეთესოს. ჩვენ მათ ყველაფერს მივცემთ !”, – წერია შეტყობინებაში.
9 ივნისს, ესპანელები კრასნოდარში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ.
ჯგუფურ ეტაპზე ხულენ ლოპეტეგის გუნდი პორტუგალიის, ირანისა და მაროკოს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.