ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა
მორაგბე პიერ ნუენომ, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და წარმოშობით ესპანელი გახლავთ, მიიღო გადაწყვეტილება, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვას. ინფორმაციას ესპანეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 24 წლის მორაგბე უკვე გუნდთან ერთად არის და საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული მატჩისთვის ემზადება.
პიერ ნუენო 2017-2018 წლებიდან ფრანგულ ტოპ 14-ში კლუბ „პო“-ს ძირითად შემადგენლობაში თამაშობს.
შეგახსენებთ რომ ესპანელებმა საქართველოსთან მატჩისთვის რამდენიმე ლეგიონერი გამოიძახეს: მარკო პინტო (ბეზიე), შარლი მალიე (პო), ჯოშ პიტერსი, ასიერ უსორაგასა და მარტინ ალონსოს დებიუტი ექნებათ.
მიმდინარე სეზონის რაგბი ევროპის მეორე ტურის შეხვედრა მადრიდში 9 თებერვალს „ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე“ გაიმართება. ესპანეთი და საქართველოს ტიტულის მოგების მთავარი კანდიდატები არიან.