ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მესის ქანდაკებას დაუდგამს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მესის ქანდაკებას დაუდგამს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის ქანდაკების დადგმას გეგმავს.

რკინის არგენტინელი მადრიდის გარეუბანში, ქალაქ ლას-როსასში გამოჩნდება. როგორც გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს, მესის ქანდაკება ალფრედო დი სტეფანოს, პელესა და დიეგო მარადონას ქანდაკებების გვერდით დაიდგმება. ფედერაციას მხოლოდ ის აქვს გასარკვევი, როდის დაიწყება პროექტზე მუშაობა: ლეოს კარიერის მსვლელობისას თუ კარიერის დასრულების შემდეგ.

2 დეკემბერს, ლეომ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მიიღო და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.