ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ წამოაყენა წინადადება – ვადაზე ადრე დასრულდეს სეზონი ქვედა დივიზიონებში, კერძოდ სეგუნდა B-ში (რანგით მესამე დივიზიონი) და ტერსერაში (მეოთხე ლიგა). ამგვარი რეკომენდაცია კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.
როგორც Football Espana იტყობინება, ფედერაციის ჩანაფიქრით, ამგვარი სცენარით არცერთი გუნდი არ გავარდება საკუთარი დივიზიონიდან, ხოლო იმ გუნდების გამოსავლენად, ვინ ამაღლდება კლასში, პლეი ოფი ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში, ამ ლიგებში მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება და მხოლოდ სამი-ოთხი სეზონის შემდეგ დაუბრუნდება დღევანდელ რაოდენობას.