ფაქტები
– რეალმა და ბარსელონამ 242-ე ოფიციალური მატჩი გამართეს ერთმანეთში და პირველად, ბოლო 85 წლის განმავლობაში, ბარსამ გაუსწრო მადრიდელებს ურთიერთშეხვედრებში მოგებათა რაოდენობით – 96:95-ის წინააღმდეგ. კიდევ 51 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების მხრივ, მცირე სხვაობა რეალის მხარესაა: 402:396.
– 2005 წლიდან მოყოლებული, რაც ლიონელ მესი ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, კატალონიურმა კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუზე 22-დან 12 მატჩი მოიგო, რაც 55 პროცენტს შეადგენს. მესის გამოჩენამდე (1948-2004), ბარსას 75 მადრიდული მატჩიდან მხოლოდ 14 მოგება ჰქონდა (19 პროცენტი).
ბარსელონა პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც სამ დღეში ორჯერ მოუგო რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე.
– ლეო ბეენჰაკერის შემდეგ (1987) სანტიაგო სოლარი რეალის პირველი მწვრთნელია, რომელმაც პირველ სამ კლასიკოში ვერ შეძლო გამარჯვება.
– ამ სეზონზე სულ 4 კლასიკო გაიმართა, რომელთაგან ბარსელონამ 3 მოიგო (ორი დიდი ანგარიშით) და 1 ფრედ ითამაშა.
– ბარსელონამ ზედიზედ 23-ე კლასიკოში გაიტანა გოლი.
– ხუან მატა ხეტაფეს პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 4 ტურში გაიტანა (5 გოლი).
– ვუ ლეი პირველი ჩინელია, რომელმაც ლა ლიგაში გოლი გაიტანა.
შედეგები
ვალეკანო-ჟირონა 0:2
გოლები: 0:1 სტუანი (30), 0:2 სტუანი (85)
ესპანიოლი-ვალიადოლიდი 3:1
გოლები: 1:0 ბ. იგლესიასი (1), 1:1 ალკარასი (17), 2:1 ერმოსო (55), 3:1 ვუ ლეი (65)
ვილიარეალი-ალავესი 1:2
გოლები: 0:1 მარიპანი (54), 1:1 კასორლა (61-პენ), 1:2 ინუი (77)
უესკა-სევილია 2:1
გოლები: 1:0 ხუანპი (7), 1:1 ბენ იედერი (84-პენ), 2:1 ავილია (98)
რეალი-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 რაკიტიჩი (26)
ეიბარი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 ენრიჩი (87)
ბეტისი-ხეტაფე 1:2
გოლები: 0:1 კაბრერა (20), 0:2 მატა (44), 1:2 ხოაკინი (75)
სოსიედადი-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 მორატა (30), 0:2 მორატა (33)
ვალენსია-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 როდრიგო (49), 2:0 გამეირო (89)
ლეგანესი-ლევანტე ორშაბათს
სატურნირო მდგომარეობა
1. ბარსელონა – 60 ქულა
2. ატლეტიკო – 53
3. რეალი – 48
4. ხეტაფე – 42
5. ალავესი – 40
6. სევილია – 37
7. ვალენსია – 36
8. ბეტისი – 36
ბომბარდირები
25 – ლიონელ მესი (ბარსელონა)
16 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
15 – კრისტიან სტუანი (ჟირონა)