ესპანეთის ჩემპიონატი, XXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი, XXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

– „ჟირონა“ ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც ქულები აიღო „კამპ ნოუზეც“ (1) და „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ (3).
– „სელტამ“ ბოლო რვა მატჩიდან შვიდი წააგო.
– ანტუან გრიზმანმა 130 გოლი გაიტანა „ატლეტიკოს“ მაისურით, რაც კლუბის ისტორიაში მეხუთე შედეგია.
– ჟერარდ პიკემ „ბარსელონას“ რიგებში 300 მატჩი ჩაატარა. ის რიგით მესამე მცველია კარლეს პუიოლისა (392) და მიგელის (391) შემდეგ, რომელმაც ეს შეძლო „ბარსას“ ისტორიაში.
– ლიონელ მესიმ ზედიზედ მე-11 სეზონში შეძლო მინიმუმ 30 გოლის გატანა.
– მესიმ „ვალიადოლიდთან“ მატჩში 12-ჯერ დაარტყა, რაც ამ სეზონის რეკორდია ევროპის ტოპ-5 ლიგებში.
– ქარიმ ბენზემა გახდა მეორე ფრანგი, რომელმაც ლა ლიგაში 300 მატჩი ითამაშა. პირველი იყო – ანტუან გრიზმანი (308).

შედეგები

ეიბარი-ხეტაფე 2:2
გოლები: 0:1 მატა (37), 0:2 ფულკიე (52), 1:2 შარლესი (67-პენ), 2:2 შარლესი (80)

სელტა-ლევანტე 1:4
გოლები: 0:1 მორალესი (20), 0:2 კოკე (40), 0:3 მორალესი (62), 1:3 ბ. მენდესი (88-პენ), 1:4 მაიორალი (89)

ვალეკანო-ატლეტიკო 0:1
გოლი: გრიზმანი (74)

სოსიედადი-ლეგანესი 3:0
გოლები: 1:0 ოიარზაბალი (50), 2:0 ოიარზაბალი (59), 3:0 ვილიან ჟოზე 75)

ბარსელონა-ვალიადოლიდი 1:0
გოლი: 1:0 მესი (43-პენ)

რეალი-ჟირონა 1:2
გოლები: 1:0 კაზემირო (25), 1:1 სტუანი (65-პენ), 1:2 პორტუ (75)

ვალენსია-ესპანიოლი 0:0

ვილიარეალი-სევილია 3:0

უესკა-ბილბაო ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა

1. ბარსელონა – 54 ქულა
2. ატლეტიკო – 47
3. რეალი – 45
4. სევილია – 37
5. ხეტაფე – 36
6. ალავესი – 35
7. სოსიედადი – 34
8. ვალენსია – 32

ბომბარდირები

22 – ლიონელ მესი (ბარსელონა)
15 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
13 – კრისტიან სტუანი (ჟირონა)