ესპანეთის ჩემპიონატი | XV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი | XV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

– ლიონელ მესიმ ლა ლიგას ერთ მატჩში პირველად გაიტანა ორი გოლი საჯარიმო დარტყმით.
– უსმან დემბელემ ბოლო რვა ოფიციალურ მატჩში რვა გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა – სამი გოლი და ხუთი საგოლე პასი.
– მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში ზედიზედ 13 სეზონში შეძლო 10 და მეტი გოლის გატანა. 
– მესიმ ლა ლიგაში 2018 წელს 8 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით. ამით არგენტინელი არა მარტო ევროპის ტოპ-5 ლიგების ყველა ფეხბურთელს, არამედ, ყველა კლუბსაც უსწრებს.
– “რეალმა” “უესკასთან” მატჩის პირველ ტაიმში მეტოქეს მხოლოდ ორჯერ დაურტყა.
– ქარიმ ბენზემამ ამ სეზონში პირველად ვერ მოახერხა კარში დარტყმა.
– გარეთ ბეილს (რეალი) ლა ლიგაში 100 დღის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი. ამ ხნის განმავლობაში მან 40-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ.
– “ესპანიოლმა” ბოლო 19 თამაში ვერ მოუგო “ბარსელონას” – 4 ფრე, 15 წაგება.

ლეგანესი-ხეტაფე 1:1
გოლები: 0:1 კაბრერა (39), 1:1 ნიომი (64)

ატლეტიკო-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 კალინიჩი (25), 2:0 გრიზმანი (82), 3:0 როდრი (87)

ვალენსია-სევილია 1:1
გოლები: 0:1 სარაბია (55), 1:1 დიაქაბი (92)

ვილიარეალი-სელტა 2:3
გოლები: 0:1 ბ. მენდესი (44), 0:2 იოკუშლუ (49), 0:3 მ. გომესი (51), 1:3 ბაკა (83), 2:3 ბაკა (87)

ესპანიოლი-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 მესი (17), 0:2 დემბელე (26), 0:3 ლ. სუარესი (45), 0:4 მესი (65)

ეიბარი-ლევანტე 4:4
გოლები: 1:0 ენრიჩი (8), 1:1 მორალესი (9), 1:2 რობერი (25), 2:2 ესკალანტე (57), 3:2 შარლესი (61-პენ), 4:2 შარლესი (65), 4:3 ტონიო (75), 4:4 მაიორალი (91)

უესკა-რეალი 0:1
გოლი: 0:1 ბეილი (8)

სოსიედადი-ვალიადოლიდი 1:2
გოლები: 0:1 ტონი (16), 0:2 ანტონიტო (54), 1:2 ოიარზაბალი (62)

ბეტისი-რ. ვალეკანო 2:0
გოლები: 1:0 ლო სელსო (59), 2:0 სიდნეი (76)

ბილბაო-ჟირონა დღეს

1. ბარსელონა – 31 ქულა
2. სევილია – 28
3. ატლეტიკო – 28
4. რეალი – 26
5. ალავესი – 24

ბომბარდირები
11 – ლიონელ მესი (ბარსელონა)
11 – კრისტიან სტუანი (ჟირონა)
10 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
10 – იაგო ასპასი (სელტა)