ესპანეთის ჩემპიონატი. VI ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი. VI ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „რეალს” ბურთის ფლობის პროცენტი 75 ჰქონდა, გუნდებმა თანაბარი რაოდენობის დარტყმები (14-14) შეარულეს, ზუსტი დარტყმები კი „კადისს” უფრო მეტი ჰქონდა (5-2). ასევე სტუმრებმა აჯობეს მეტოქეს კუთხურების რაოდენობით (11-4).

* „რეალისთვის” ეს იყო პირველი წაგება ლა ლიგაში 8 მარტის შემდეგ. მადრიდული კლუბი შიდა ჩემპიონატში 15 მატჩია არ მარცხდებოდა – 13 მოგება და ორი წაგება.

* ჟერარ პიკემ ლა ლიგაში „ბარსელონას” მაისურით 350-ე მატჩი ჩაატარა.

* ანტუან გრიზმანს ოთხ მატჩში რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით არც ერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონდა. შედარებისთვის, საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ ოთხ ბოლო მატჩში გრიზმანმა სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

* „ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლა ლიგაში მე-200 მატჩი მოიგო. არგენტინელი მეორე მწვრთნელია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ერთი გუნდის სათავეში მიაღწია ამ ზღვარს. პირველი იყო მიგელ მუნიოსი, რომელიც „რეალს” ავარჯიშებდა (257 მოგება).

* პირველად ბოლო 20 წელიწადში, „ბარსელონამ” და „რეალმა” ერთ ტურში სინქრონულად წააგეს “მშრალი” ანგარიშით.

* ლუის სუარესმა ლა ლიგაში 150-ე გოლი გაიტანა.

* ინიაკი ვილიამსმა შეწყვიტა 15-მატჩიანი უგოლო სერია.

* „გრანადას” 4-მატჩიანი მოგებათა სერია 21-ე საუკუნეში აქამდე არ ჰქონია.

 

შედეგები

გრანადა-სევილია         1:0

გოლი: ი. ერერა (82)

 

სელტა-ატლეტიკო        0:2

გოლები: 0:1 ლ. სუარესი (6), 0:2 კარასკო (90+5)

 

რეალი-კადისი   0:1

გოლი: 0:1 ლოსანო (16)

 

ხეტაფე-ბარსელონა      1:0

გოლი: მატა (56-პენ)

 

ეიბარი-ოსასუნა            0:0

 

ბილბაო-ლევანტე          2:0

გოლები: 1:0 ბერენგერი (68), 2:0 ვილიამსი (79)

 

ვილიარეალი-ვალენსია            2:1

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (6-პენ), 1:1 გედეში (37), 2:1 პარეხო (69)

 

ალავესი-ელჩე   0:2

გოლები: 0:1 მილია (39), 0:2 ტეტე (86)

 

უესკა-ვალიადოლიდი 2:2

გოლები: 0:1 ბ. გონსალესი (35), 0:2 რუბიო (51-პენ), 1:2 მირი (52), 2:2 ს. რამირესი (56)

 

გათამაშების ცხრილი

  1. ვილიარეალი – 11 ქულა
  2. რეალი – 10
  3. ხეტაფე – 10
  4. კადისი – 10
  5. გრანადა – 10
  6. ბეტისი – 9
  7. ატლეტიკო – 8
  8. სოსიედადი – 8

 

ბომბარდირები

4 – ალკასერი (ვილიარეალი)

3 – მორალესი (ლევანტე)

3 – მორენო (ვილიარეალი)

3 – სუარესი (ატლეტიკო)

3 – ასპასი (სელტა)

3 – ფატი (ბარსელონა)

3 – გომესი (ვალენსია)